გავიხსენოთ: როგორ გადაარჩინა ჯაბა კანკავამ მოწინააღმდეგის სიცოცხლე (ვიდეო)

13-06-2021, 12:35
+18
2014 წლის 30 მარტს, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ "დნიპროსა" და კიევის "დინამოს" მატჩში ოლეგ გუსევის სიცოცხლე გადაარჩინა.
გუსევს მეკარე ბოიკოს ფეხი თავის არეში მოხვდა, რის შემდეგაცგონება დაკარგა, მას პირველადი სამედიცინო დახმარება კი სწორედ ქართველმა მოთამაშემ აღმოუჩინა. რომ არა ჯაბას რეაქცია, ვინ იცის, როგორ დასრულდებოდა ეს ინციდენტი.
აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, კიევის "დინამომ" კანკავა გამოჩენილი მამაკაცობისთვის მედლით დააჯილდოვა.
FACEBOOK კომენტარები