.
რეკლამა

კოსტაკურტა: "ის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა"

კოსტაკურტა: "ის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა"
31-01-2021, 18:30
295

"მილანის" ლეგენდამ, ალესანდრო კოსტაკურტამ მედიის წარმომადგენლებთან ჯანლუიჯი დონარუმასა და კოპა იტალიას მეოთხედფინალში მომხდარი ინციდენტის შესახებ ისაუბრა.

"ჯანლუიჯი დონარუმა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა. ის მანულ ნოიერზე მაღლა დგას".

"რაც შეეხება იბრაჰიმოვიჩსა და ლუკაკუს შორის მომხდარ კონფლიქტს, ეს არაფერია. მე უარესად ვიქცეოდი ხოლმე".

"მაურო ტასოტიმ მასწავლა როგორ გამეღიზიანებინა მოწინააღმდეგეები: მოაბრუნე შენკენ, შეუმოწმე ზურგზე დატანილი სახელი და ჰკითხე ვინ ხარ?" - განაცხადა კოსტაკურტამ.

FACEBOOK კომენტარები